საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერმა თბილისის „იბერიამ“ კოტდივუარის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი არმელ ზოჰური დაიმატა.
24 წლის ფეხბურთელი 2022-2025 წლებში ტირასპოლის „შერიფში“ თამაშობდა, სადაც მოლდოვის ჩემპიონატში 47 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მან ტირასპოლელთა რიგებში ჩემპიონთა ლიგაში, ევროპა ლიგაში და კონფერენს ლიგაში 22-ჯერ ითამაშა – მეტოქის კარი ერთხელ აიღო, ხოლო ორჯერ საგოლე პასი მიითვალა.
ზოჰურიმ 2020 წლიდან დღემდე კოტ დივუარის ეროვნულ გუნდში ორჯერ იასპარეზა.
ლაშა თაბაგარი
