საზონოვს „ტორინოში“ ელოდებიან

0
22

საბა საზონოვი, რომელმაც გასული სეზონი იჯარი „ემპოლიში“ გაატარა, „ტორინოში“ დაბრუნდება და ახალი სეზონისთვის მოემზადება.
საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების მცველს, „ემპოლიში“ არ უთამაშია, რადგან ვარჯიშზე ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და 9 თვე მოედანზე არ გასულა. მანამდე, „ტორინოში“ ერთი შეხვედრა ჩაატარა.
საზონოვი „ტორინოსთან“ ერთად შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება და მის მომავალ ახალი მთავარი მწვრთნელი მარკო ბარონი გადაწყვეტს, რომელმაც პაოლო ვანოლი შეცვალა.
სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის 2025 წლის ჩემპიონატში საზონოვმა პოლონეთთან (2:1) და საფრანგეთთან (2:3) სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა – ფრანგების კარში გოლიც გაიტანა.
„ტორინომ“ ქართველი ფეხბურთელი 2023 წელს მოსკოვის „დინამოდან“ 3 მილიონ ევროდ შეიძინა.
ლაშა თაბაგარი