ფლორენციის „ფიორენტინას“ სათავეში სტეფანო პიოლი ჩაუდგება, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
59 წლის სპეციალისტი გასული წლის სექტემბრიდან „ალ-ნასრს“ ავარჯიშებს, რომელთან კონტრაქტს შეწყევტს, რათა სათავეში „ფიორენტინას“ ჩაუდგება. ის ფლორენციელებთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
პიოლი „ფიორენტინაში“ რაფაელ პალადინოს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა მაისში დატოვა. იგი „ფიორენტინას“ უკვე ავარჯიშებდა 2017-2019 წლებში.
„ალ-ნასრამდე“ პიოლი „სალერნიტანას“, „მოდენას“, „პარმას“, „გროსეტოს“, „პიაჩენცას“, „სასუოლოს“, „კიევოს“, „პალერმოს“, „ბოლონიას“, „ლაციოს“, „ინტერსა“ და „ფიორენტინას“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





