სანე „გალათასარაის“ ღირსებას დაიცავს

0
4
Soccer Football - World Cup - UEFA Qualifiers - Group J - Liechtenstein v Germany - Kybun Park, St. Gallen, Switzerland - September 2, 2021 Germany's Timo Werner, Leroy Sane and Marco Reus celebrate after the match REUTERS/Arnd Wiegmann

სტამბოლის „გალათასარაი“ იუწყება, რომ ლეროი სანესთან მოლაპარაკება დაიწყო. გერმანიის ეროვნული ნაკრების გარემარბი თურქეთის დედაქალაქშია და „გალათასარაისთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი ხელფასი წელიწადში 15 მილიონი ევრო იქნება.
სანეს მიუნხენის „ბაიერნთან“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება და თურქეთის ყველაზე ტიტულიან გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდება. ის „ბაიერნში“ 2020 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 220 შეხვედრაში 61 გოლი გაიტანა. სანე ბუნდესნაკრების ღირსებას 2015 წლიდან იცავს და 70 მატჩში მეტოქეთა კარი 14-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი