მადრიდის „რეალმა“ არგენტინის „რივერ პლეიტიდან“ შემტევი ნახევარმცველის ფრანკო მასტანტუონო იყიდა. 17 წლის ფეხბურთელმა ესპანურ გრანდში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა.
„რივერ პლეიტი“ არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს მიიღებს. მასტანტუონო ახალ გუნდს 14 აგვისტოს შეუერთდება, როდესაც 18 წლის გახდება.
ის „რივერ პლეიტის“ პირველ გუნდში 2024 წლიდან გამოდის ნდა ყველა ტურნირში ჩატარებულ 61 მატჩში 10 გოლი გაიტანა, პლუს 7 საგოლე პასი გააკეთა.
მას არგენტინის ნაკრებში დებიუტი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ცოკლში ჩილესთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში ჰქონდა.
ლაშა თაბაგარი





