გიორგი წიტაიშვილი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე „გრანადას“ დაემშვიდობა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ნახევარმცველს, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი კიევის „დინამოსთან“ აკავშირებს, გრანადელებთან საიჯარო ხელშკრულება ამოეწურა და სად გააგრძელებს კარიერას უცნობია.
განვლილ სეზონში წიტაიშვილმა სეგუნდაში ჩატარებულ 36 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





