ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს. მან მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დღეს მოლდოვასთან შინ გასამართა მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ გაშვების შესახებ აცნობა.
„ჩვენ შაბათ საღამოს ვისაუბრეთ და მან მითხრა, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გამათავისუფლებენ. ძალიან გული მწყდება, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ. მერჩივნა დავრჩენილიყავი და ჩემი სამშაო შემესრულებინა, მით უმეტეს, როდესაც საქმე ცუდად მიდის“ – თქვა 66 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.
სპალეტი ნაკრებს 2023 წლის აგვისტოდან ავარჯიშებს და ევრო 2024-ზე გაიყვანა, სადაც 1/8-ფინალში შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა. მისი გაშვების მთავარი მიზეზი მსოფლიოს შესარჩევის პირველივე მატჩში სტუმრად ნორვეგიასთან 0:3 მარცხია.
ლაშა თაბაგარი
