21-წლამდელებს რუმინეთთან ლომინაძე და გოგლიჩიძე დააკლდებიან

0
22

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიაში, დაბა ვენიგცელში გადის.
ავსტრიული შეკრების ფარგლებში ჩვენი გუნდი, ამხანაგურ მატჩს რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. 21-წლამდელები, რუმინელებს, ხვალ, თბილისის დროით 20:30-ზე [18:30 CET], ფორაუს ურკრაფტ არენაზე დაუპირისპირდებიან.
ხვალინდელ მატჩს, მიკროტრავმების გამო ნოდარ ლომინაძე და საბა გოგლიჩიძე გამოტოვებენ.
21-წლამდე ნაკრები, ივნისში, ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ევრო 2025 | მატჩების განრიგი
11 ივნისი | პოლონეთი V საქართველო | ჟილინა
14 ივნისი | საფრანგეთი V საქართველო | ჟილინა
17 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | ტრენჩინი

ლაშა თაბაგარი