„ატალანტადან“ წასული გასპერინი „რომას“ გაწვრთნის

0
5

„რომას“ ჯან პიერო გასპერინი გაწვრთნის, რომელიც მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან წასულ კლაუდიო რანიერის შეცვლის.
67 წლის იტალიელი სპეციალისტი რომაელებთან კონტრაქტს 2028 წლის ივნისამდე გააფორმებს და წელიწადში ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო კიდევ 2 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული.
გასპერინი 2016 წლიდან „ატალანტას“ ავარჯიშებდა და ბერგამოელებმა იტალიის ჩემპიონატში მესამე ადგილი ოთხჯერ დაიკავეს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა არსებობის ისტორიაში პირველად ევროპა ლიგა მოიგო. გარდა ამისა, „ატალანტა“ ჩემპიონთა ლიგაში პირველად სწორედ გასპერინიმ გაიყვანა.
ლაშა თაბაგარი