„გარეჯმა“ ქუთაისში მოიგო

0
25

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრის ბოლო მე-18 ტურის მეორე სათამაშო დღე ქუთაისში ადგილობრივი „ტორპედოს“ და საგარეჯოს „გარეჯის“ მატჩით დაიწყო. გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა სტუმრებმა გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილ რიონისპირელები ორჯერ დაამწუხრეს და სახლში სამი ქულით დაბრუნდნენ.
მატჩის მე-19 წუთზე ვახო ბედოშვილმა მეტოქის ნახევარზე მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოს ხაზიდან ფილიპ კლიაიჩს „ცხრიანში“ გაუტანა – 0:1. ამ ეპიზოდში „ტორპედოს“ სერბი მეკარე აშკარად შეცდა, რადგან გოლი ახლო კუთხეში გაუშვა.
84-ე წუთზე საგარეჯოელთა კონტრშეტევის დროს მათე ქომეთიანმა მარჯვენა ფლანგიდან მასპინძლების საჯარიმოში სერგი კუხიანიძე მოძებნა, რომელმაც წინ გამოსულ კლიაჩს დაასწრო და ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა – 0:2.
ზედიზედ ორ მატჩის წაგების შემდეგ, „ტორპედო“ 27 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, ხოლო „გარეჯი“ 18 ქულით მერვეა.
ტორპედო 0:2 გარეჯი 
ლაშა თაბაგარი