გიორგი გულიაშვილი ბოსნიის ჩემპიონატის 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის თავდამსხმელმა კუთვნილი ჯილდო სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე მიიღო.
მან მიმდინარე სეზონში ბოსნიის ჩემპიონატში ჩატარებულ 24 მატჩში 16 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი მიითვალა. ის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა, არადა, ტრავმას ხელი რომ არ შეეშალა, ალბათ გაცილებით უკეთესი შედგო ექნებოდა.
„სარაევომ“, სადაც გულიაშვილი თანამემაულე ვასიოლიოს გორდეზიანთან ერთად გამოდის, წელს ბოსნიის თასი მოიგო. გულიაშვილმა თასზე 6-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი
