ფლიკი:“ სეზონის საყვარელი მომენტი „რეალთან“ ჩატარებული ოთხი „კლასიკოა“

0
12

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის ჰანსი ფლიკის აზრით, კლუბის ხელმძღვანელები და ფეხბურთელები სეზონში სამი ტიტულის მოგებით კმაყოფილი უნდა იყვნენ.
„ჩვენ ყოველთვის პოზიტიურად ვაზროვნებთ. სეზონის წინ მოსამზადებელ პერიოდში ფეხბურთელებს განსხვავებული შემტევი ფილოსოფია შევთავაზეთ და გუნდმა ადაპტაცია კარგად გაიარა.
„ბარსელონამ“ ტიტულები უნდა მოიგოს და სამი ჯილდო საუცხოოა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დამარცხების შემდეგ რთული პერიოდი გვქონდა, მაგრამ ვფიქრობ სამი ტიტულით კლუბი და ფეხბურთელები ჩემით კმაყოფილი უნდა იყვნენ. სეზონის ჩემი საყვარელი მომენტი? „რეალთან“ ჩატარებული ოთხი „კლასიკო“ – იუწყება ესპანური მედია გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს, რომელმაც სადებიუტო სეზონში ლა ლიგაში გაიმარჯვა, ასევე ესპანეთის თასს და სუპერთასს დაეუფლა. მისი ხელმძღვანელობით “ბარსელონამ” მიმდინარე სეზონში “რეალს” ოთხივე “ელ კლასიკო” მოუგო.
ის მეორე გერმანელი სპეციალისტია, რომელმაც ლა ლიგაში გაიმარჯვა. 2007-2008 წლების სეზონში ბერნდ შუსტერმა “რეალს” ესპანეთის ჩემპიონატის ოქროს მედლები ააღებინა.
ლაშა თაბაგარი