ლამინ იამალი: „მესის არასოდეს შევედრები, მადლობა ხავის“

0
6

„ბარსელონას“ 17 წლის გარემარბის ლამინ იამალის განცხადებით, ლეგენდარულ არგენტინელ ლიონელ მესის არასოდეს შეედრება.
„ჩემს თავს მესის არასოდეს შევადარებ. ლეო ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა. მინდა მადლობა გადავუხადო ხავის. მან ახალგაზრდა ფეხბურთელებს დებიუტის საშუალება მოგვცა. ამიტომ, ყველა ვემადლიერებით. მის გარეშე ეს წარმატება არ იქნებოდა“ – განაცხადა „ესპანიოლთნ“ სტუმრად 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ იამალმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ მაისურით ჩატარებულ 58 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 22 საგოლე პასი გააკეთა.
მან კარიერის მანძილძე ესპანეთის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო, ესპანეთის თასსა და სუპერთასს დაეუფლა, ხოლო „ფურია როხასთან“ ერთად 2004 წელს ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვა. იამალი ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო, ვიდრე 18 წლის გახდებოდა.
ლაშა თაბაგარი