„იბერიამ“ ფოთში ქულა აიღო

0
3

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე სათამაშო დღის პირველი შეხვედრა ფოთში შედგა, სადაც კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით „კოლხეთმა“ თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს- 2:2.
მე-20 წუთზე სტუმრებმა აუტი ჩააწოდეს და იური ტაბატაძის დარტყმის შემდეგ, ფოთელთა მცველის ფეხიდან ბურთი საჯარიმოში გიზო მამაგეიშვილს მიუვიდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა – 0:1.
37-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ტაბატაძე კოტდივუარელმა მცველმა მეიტემ წააქცია და მთავარმა მსაჯმა გიორგი ავაზაშვილმა პენალტი დანიშნა. ტაბატაძემ თერთმეტმეტრიანი ძალიან ცუდად დაარტყა და მეკარე დემეტრე ბულისკერია ბურთს დაეუფლა. მან მიმდინარე სეზონში მეორე პენალტი „გააფუჭა“.
43-ე წუთზე თბილისელებმა თავის ნახევარზე დაკარგეს ბურთი და გიორგი მოისწრაფიშვილის პასის შემდეგ, გიორგი აბუაშვილმა დაახლოებით 23 მეტრიდან ლამაზი გოლი გაუტანა თორნიკე მეგრელიშვილს გაუტანა, რომელიც ტრავმირებულ გიორგი მაკარიძეს ცვლიდა.
56-ე წუთზე სტუმართა ნახევარზე მყოფმა დავით ფაღავამ მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი პასი გაუკეთა საჯარიმოში ლადო ჩიხრაძეს, რომელმაც ეფექტური „მაკრატელა“ გაიტანა – 2:1. 64-ე წუთზე გიორგი დადიანის დარტყმის შემდეგ, „კოლხეთის“ საჯარიმოში ბურთი ლუკა სილაგაძემ მიიღო, რომელმაც ფინტით მცველი ჩამოიცილა და „ცხრიანში“ შეაგდო – 2:2.
ლევან კორღალიძის გაწვრთნილი „იბერია“ 37 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, ხოლო „კოლხეთი“ 13 ქულით მერვეა.
კოლხეთი 1913 2:2 იბერია 1999 
ლაშა თაბაგარი