ირაკლი აზაროვმა დონეცკის „შახტარის“ თასი უკრაინის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო.
ფინალში დონეცკელები თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს კიევის „დინამოს“ დაუპირისპირდა და მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში 6:5 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი „შახტარის“ თადარიგში იყო და არ უთამაშია. ის დონეცკელთა რიგებში მეორე სეზონს ატარებს და შარშან უკრაინის ჩემპიონატთან ერთად, თასიც მოიგო.
ლაშა თაბაგარი





