გიორგი ზარიამ ალმათის „ქაირათის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ყაზახეთის პრემიერლიგაში თავისი მეხუთე გოლი გაიტანა. მე-8 ტურში „ქაირათი“ სტუმრად „ჟენისს“ შეხვდა და 2:1 აჯობა. ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 26-ე წუთზე ანგარიში პენალტიდან გახსნა. ის 49-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე 5 გოლის გარდა, ერთი საგოლე პასია. მან ასევე ყაზახეთის თასზე ერთხელ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო. „ქაირათში“ ტრავმირებულ მცველ ლუკა გადრანს ისევ არ უთამაშია. „ჟენისში“ მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო მცველმა ზურაბ თევზაძემ. „ქაირათი“ 23 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია, ხოლო „ჟენისი“ 5 ქულით მეათეა.
ლაშა თაბაგარი
