სიმონე ინძაგი: „ტექნიკურად უზადოდ უნდა ვითამაშოთ“

0
66

მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის აზრით, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში „ბარსელონასთან“ ტექნიკურად უზადოდ უნდა ითამაშონ. მან ამის შესახებ ესპანეთში დღეს გასამართ პირველ შეხვედრამდე განაცხადა.
„ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში და ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ახლა რთული პერიოდი გვაქვს. მატჩს მოუთმენლად ველოდებით და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო და შემტევ გუნდს ვიწვევთ. ტექნიკურად უზადოდ უნდა ვითამაშოთ.
„ბარსელონა“ გუნდია, რომელიც დროთა განმავლობაში კარგად შენდებოდა. ამ გუნდს ყველაზე მაღალ დონეზე სათამაშოდ ყველაფერი აქვს. ჰანსი ფლიკი პროცესს საუცხოოდ ხელმძღვანელებს, როგორც ამას „ბაიერნში“ და გერმანიის ეროვნულ ნაკრებში აკეთებდა. ისინი ახალგაზრდებთან საუცხოოდ მუშაობენ, რაც მისალოცია. „ბარსელონას“ აკადემიაში დიდი ტალანტები იზრდებიან. ლამინ იამალი უნიკალური ფეხბურთელია. ის ინდივიდუალურად საუცხოოდ თამაშობს და გუნდისთვის ძალიან სასარგებლოა“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
„ბარსელონა“ – „ინტერის“ მატჩი სტადიონ „მონჟუიკზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი