ხვიჩა კვარაცხელია: „მთავარია, რომ 1/2-ფინალში გავედით“

0
27

ხვიჩა კვარაცხელიასთვის მარტივი ასახსნელია ის სირთულეები, რომლებიც პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში სტუმრად ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ წაგებულ (2:3) საპასუხო შეხვედრაში შეხვდა. ფრანგულმა გრანდმა პირველი თამაში შინ 3:1 მოიგო და ტურნირის ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ, ხოლო ბოლოს 6 წელიწადში მეოთხედ გავიდა.
„მარტივი ასახსნელი არაა ის სირთულეები, რომლებსაც საპასუხო შეხვედრაში შევეჯახეთ. მისი ყველა დეტალი ყურადღებითაა გასაანალიზებელი. მეტოქე აქტიურად გვიტევდა და იმედს გრძელ გადაცემებზე ამყარებდა, ხოლო ამან ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. თუმცა, მთავარია, რომ 1/2-ფინალში გავედით“ – იუწყება „ასტონ ვილასთან“ შეუცვლელად მატჩის ჩამტარებელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის ნათქვამს RMC Sport.
ლაშა თაბაგარი