პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში სტუმრად ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ 2:3 წაგებული საპასუხო შეხვედრა დიდი ხანი ემახსოვრება.
„ეს მატჩი კიდევ დიდი ხანი მემახსოვრება. ჩემპიონთა ლიგა საუცხოო ტურნირია. აქ ბევრი რამის მართვა გიწევს და სტუმრად თამაში ყოველთვის რთულია. ეს მატჩი საუცხოო აღმოჩნდა. პირველი წუთიდან ვდომინირებდით და ორი გოლი გავიტანეთ, რის შემდეგ რამდენიმე შეცდომა დავუშვით, რისთვისაც დავისაჯეთ.
ყოველთვის რთულია, როდესაც სტადიონზე არსებული ასეთ ატმოსფეროში სამი წუთის განმავლობაში ორი გოლს უშვებ, ყოველთვის რთულია. თუმცა, ასეთი რამ მნიშვნელოვან გამოცდილებას გძენს, რომელიც გაზრდაში გეხმარება. ჩვენი მსგავსი ახალგაზრდა გუნდისთვის ნახევარფინალში გასვლა შესანიშნავი მიღწევაა. ჩვენი მოთამაშეები და გულშემატკივრები, რომლებიც ყოველთვის მხარს გვიჭერენ უნდა შევაქო“ – იუწყება ესპანელის სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
პსჟ, რომლის შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, ნახევარფინალში მადრიდის „რეალსა“ და ლონდონის „არსენალს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ლაშა თაბაგარი





