„ასტონ ვილას“ მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის სურს, რომ მისმა გუნდმა ისტორია დაწეროს. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პსჟ-სთან საპასუხო მატჩამდე განაცხადა. ბირმინგელებმა პირველ შეხვედრა პარიზში 1:3 წააგეს.
„ჩვენი მიზანია, რომ მკაცრად გეგმას მივყვეთ და 90 წუთის განმავლობაში თანმიმდევრულები ვიყოთ. ჩვენი მიზანია, რომ ოვერტაიმში ან პენალტების სერიაში თამაშის უფლება მოვიპოვოთ, რაც საუცხოო იქნება. მე „ქამბექების“ გამოცდილება მაქვს – დადებითი და უარყოფითი. თუმცა, ახლა საქმე სხვაგვარადაა.
ჩვენ გვინდა „ასტონ ვილაში“ ისტორია დავწეროთ – როგორც გასულ წელს კონფერენს ლიგაში, ხოლო მიმდინარე წელს ჩემპიონთა ლიგაში და იმედია ევროთასებზე ასე დიდი ხანი გაგრძელდება. პსჟ-ს გასვლითი თამაშების დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრები თავის ენერგიას გადმოგვცემენ თუ კარგად ვიმოქმედებთ როგორც ტაქტიკურად, ასევე ინდივიდუალურად“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამმს უეფას ვებგვერდი.
„ასტონ ვილა“ – პსჟ-ს დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეგახსენეთ, რომ პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ ინგლისური გუნდის კარში საუცხოო გოლი გაიტანეს და საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი





