ლუის ენრიკე: „ნებისმიერი ვარიანტისთვის ვემზადებით“

0
14

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში დღეს ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ სტუმრად გასამართ საპასუხო მატჩში მოვლენათა განვითარების ნებისმიერი შესაძლო ვარიანტისთვის ემზადება.
„ჩვენთვის ისეთი ტრადიციის მქონე სტადიონზე თამაში როგორიც „ვილა პარკია“ საუცხოო გამოცდილებაა. სტუმრად თამაში გვიყვარს. ჩვენი გუნდი ასეთი დონის მატჩებს უკვე მიეჩვია. იმედია, საინტერესო საფეხბურთო საღამოს ვიხილავთ.
ლოგიკურია, რომ მოვლენათა განვითარების ნებისმიერი შესაძლო ვარიანტისთვის ვემზადებით. მომავალი მატჩის შედეგად ნახევარფინალში ერთი გუნდი გადის და ამიტომაა, ეს ტურნირი საინტერესო, რადგან დასაკარგი არაფერია.
გასაგებია, რომ ინტრიგა ჯერ კიდევ ცოცხალია. ძალიან კარგად ვიცით როგორც ჩვენ ისე მეტოქე პლეი-ოფის მნიშვნელობა. მომავალ შეხვედრას უდიდესი მოტივაციით ვხვდებით. ჩვენი მიზანი „ასტონ ვილას“ მიერ შექმნილი ნებისმიერ პრობლემის გადაჭრაა. გვინდა ვაჩვენოთ, რომ ნახევარფინალში გასვლა შეგვიძლია“ – იუწყება AS ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს, რომლის გაწვრთნილებმა პირველ შეხვედრაში შინ „ასტონ ვილას“ 3:1 აჯობეს.
„ასტონ ვილა“ – პსჟ-ს დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ პარიზში ჩატარებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ხვიჩა კვარაცხელიამ საუცხოო გოლი გაიტანა და საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი