„სანტოსის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან პედრუ კაიშინია დაითხოვეს. ამის მიზეზი ისაა, რომ გუნდმა, რომელსაც სეზონის დაწყებამდე ნეიმარი შეუერთდა, სამი თამაშიდან ვერცერთი მოიგო – ერთი ფრე და ორი მარცხი.
გუნდის თავკაცის მოვალეობას ბრაზიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სეზარ სამპაიო შეასრულებს. ცნობისთვის, კაიშინია თანამდებობიდან 14 აპრილს გუნდის 113 წლისთავზე გაუშვეს.
ლაშა თაბაგარი





