არადიპოუს „ომონიამ“, რომლის კარს გიორგი ლორია იცავს, ლიგაში დასარჩენად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. არადიპოუელები გასვლაზე ფამაგუსტას „ანორთოსისს“ შეხვდნენ და 2:1 დაამარცხეს, ხოლო ლორიამ 90 წუთი ითამაშა. 8-გუნდიან ჯგუფში „ომონია“ 29 ქულით მე-4 პოზიციაზეა.
„კრაკოვია“, რომლის ღირსებას ოთარ კაკაბაძე იცავს, პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურში სახლში ერთ-ერთ აუტსაიდერ ვროცლავის „შლიონსკისთან“ 2:4 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. კრაკოველებს 42 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
საბერძნეთის სუპერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი „პანსერაიკოსი“ თავოს მოედანზე „კალითეას“ დაუპირისპირდა და 3:1 აჯობა. მასპინძლებში ჩვენი ეროვნული გუნდის მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა ორი ტაიმი ითამაშა. „პანსერაიკოსი“ 32 ქულით 6-გუნდიან ჯგუფში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





