ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმს“ ავსტრიის ბუნდესლის საჩემპიონო ჯგუფის მე-3 ტურში სტუმრად „ზალცბურგთან“ მოაგებინა.
მასპინძლები 32-ე წუთზე დაგჰიმმა დააწინაურა, ხოლო 48-ე წუთზე კიტეიშვილმა ანგარიში პენალტიდან გაათანაბრა. 70-ე წუთზე „ზალცბურგის“ მცველის მოგერიებული ბურთი საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა დაახლოებით 25 მეტრიდან მარცხენა ფეხით „ცხრიანში“ ეფექტურად გაახვია. ის 84-ე წუთზე შეცვალეს. მიმდინარე სეზონში 29 წლის კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
„შტურმი“ 27 ქულით 6-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
