ბერიძის პირველი გოლი ჩემპიონატში „უიპეშტში“ დაბრუნების შემდეგ

0
81

გიორგი ბერიძემ „უიპეშტში“ დაბრუნების შემდეგ უნგრეთის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
27-ე ტურში „უიპეშტმა“ შინ „დებრეცენს“ 2:1 აჯობა და მასპინძლების წარმატებში საკუთარი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფპრვარდმაც შეიტანა. 48-ე წუთზე რასაკის გრძელი გადაცემის შემდეგ, სტუმართა მეკარესთან პირისპირ გასულმა ბერიძემ ანგარიში გახსნა. ის 66-ე წუთზე შეცვალეს. ცნობისთვის, ბერიძემ მანამდე თავი თასზე გამოიჩინა, მასპინძლების თადარიგში ქართველი მცველი დავით კობოური იყო, რომელსაც არ უთამაშია.
„უიპეშტი“ 34 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 პოზიციაზეა.
დანიის სუპერლიგის მე-3 ტურში „კოპენჰაგენი“ შინ ყველაზე პრინციპულ მეტოქე „ბრონდბიუსთან“ 1:2 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი სასტარტოში არ იყო და მოედანზე 23-ე წუთზე შეცვლაზე ტრავმირებული დიქსის მაგივრად შევიდა. მან ამჯერად მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშა, „კოპენჰაგენი“ 47 ქულით 6-გუნდიან ჯგუფს ლიდერობს.
ლაშა თაბაგარი