„გარეჯმა“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

0
71

თენგიზ კობიაშვილი საგარეჯოს „გარეჯის“ მთავარი მწვრთნელის თანმდებობიდან დაითხოვეს. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით 49 სპეციალისტი „გარეჯის“ აკადემიას უხელმძღვანელებს.
კობიაშვილი საგარეჯოელებს 2024 წლის მაისიდან ავარჯიშებდა და არსებობის ისტორიაში პირველად კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საგზური მოაპოვებინა. ცნობისთვის, ის „გარეჯში“ 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის დეკემბრამდე ავარჯიშებდა. გარდა ამისა, კობიაშვილი თბილისის „ვიტ ჯორჯიას“, ქობულეთის „შუქურას“ და დუშეთის „არაგვს“ უძღვებოდა.
ლაშა თაბაგარი