კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურმა სტარტო გორში აიღო, სადაც თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივმა „დილამ“ პორტუგალიელი ნუნუ კოშტას ხელმძღვანელობით ფოთის „კოლხეთი“ მიიღო და ორბურთიანი სხვაობით აჯობა.
შეხვედრის 35-ე წუთზე აბუბაქარ კონტემ მეტოქის ნახევარზე ჩაჭრა ბურთი, რომელიც შოთა შეყილაძეს მიუვიდა და გადაცემა არ დაუგვიანა საჯარიმოში შეჭრილ მალელ ნახევარმცველს, რომლის დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა – 1:0.
88-ე წუთზე ერეკლე ჯიჯავაძემ თავის საჯარიმოში პორტუგალიელი პედრო მენდეში წააქცია და მსაჯმა პენალტი დაინიშნა. ალექსანდრე ანდრონიკაშვილი დარტყმული თერთმეტმეტრიანი უკრაინელმა მეკარე იაროსლავ კოტლიაროვმა მოიგერია, მაგრამ ანდრონიკაშვილმა დამატებაზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დილამ“ 17 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა, ხოლო კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი „კოლხეთი“ 5 ქულით ბოლოსწინაა.
დილა 2:0 კოლხეთი 1913
ლაშა თაბაგარი
