ლუის ენრიკე: „პსჟ და „ასტონ ვილა“ თანაბარი გუნდებია“

0
34

ლუის ენრიკეს მიაჩნია, რომ პსჟ- „ასტონ ვილას“ წყვილში ორივე გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გასვლის თანაბარი შანსი აქვს. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ხვალ „პარკ დე პრენსზე“ გასამართ 1/4-ფინალის პირველ მატჩამდე განაცხადა.
„ვფიქრობ, ორივე გუნდი თანაბარია. ფეხბურთში ფავორიტები არ არსებობს. ყველა ამბობდა, რომ „ლივერპულთან“ შანსი არ გვქონდა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გავედით. 1/2-ფინალში მოსახვედრად რაც საჭიროა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
ემერი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და მასთან კიდევ ერთხელ შეხვედრა მიხარია. ის სადაც მუშაობდა, ყველგან შედეგს აღწევდა. ემერი თამაშის ოველ დეტალს წარმოუდგენლად ყურადღებით ეპყყრობა.
მარკინიოსის არყოფნით არაფერი იცვლება. ჩვენ მისა გარეშე სათამაშოდ მზად ვართ. გუნდის სიძლიერე ისაა, რომ ვინმეს არყოფნის მიუხედავად თავისი თამაში აჩვენოს.
ასენსიოსთან შეხვედრა ხელსა არ მიშლის. პირიქით, მიხარია, რომ ის თამაშობს და წარმატებას აღწევს.
მარტინესი ჩვეულებრივი მეკარე, როგორც დანარჩენები. რა თქმა უნდა, მან არგენტინასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ, რომ რას შესაძლოა მეტი გოლი გავიტანოთ“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს ფრანგული მედია.
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ -ს დაპირისპირება „ასტონ ვილასთან“ პარიზში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი