გიორგი ჩაკვეტაძე დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონში მოედანზე ვერ გავა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს დიდი ხანია ტერფის ზვალი აწუხებს და სამედიცინო შემოწმების შემდეგ, კლუბის მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოფიციალურად განაცხადებს.
თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით 25 წლის ფეხბურთელს გამოჯანმრთელებისთვის 6-8 კვირა დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის საკლუბო სეზონი დასრულებულია. მან „უოტფორდის“ შემადგენლობაში ჩატარებულ 39 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





