„გრანადა“, სადაც გიორგი წიტაიშვილი თამაშობს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 34-ე ტურში შინ „ალმერიას“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლები მე-10 წუთზე ბოიემ პენალტიდან დააწინაურა, ხოლო სტუმრებმა ანგარიში 46-ე წუთზე მელეროს დარტყმის შემდეგ გაათანაბრეს. „გრანადადან“ 78-ე წუთზე თავი გონსალო ვილარმა გამოიჩინა, ხოლო 85-ე წუთზე საბოლოო წერტილი მიგელ რუბიომ დასვა. „გრანადა“ 52 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზეა,
„სალერნიტანამ“ იტალიის სერია B-ში ზედიზედ მეორე თამაში წააგო. 32-ე ტურში სალერნოელები გასვლაზე „იუვე სტუბიას: დაუპირისპირდნენ და მატჩის ბედი 53-ე წუთზე ფორტინის მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. სტუმრებში ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა. ბოლოს სამი მატჩში „სალერნიტანამ“ მხოლოდ ქულა აიღო და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
