„ლიონმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში შინ „ლილს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, რომელმაც მანამდე ლიონელთა მაისურით გოლი ზედიზედ 5 შეხვედრაში გაიტანა, სასტარტოში არ იყო და თამაშში 69-ე წუთზე გუნდის კაპიტან ალექსანდერ ლაკაზეტის ნაცვლად ჩაერთო,
სტუმრები პირველ წუთზე ბაფოდე დიაკიტემ დააწინაურა, ხოლო 38-ე წუთზე ლაკაზეტმა პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. 70-ე წუთზე რაიან შერკიმ მასპინძლები წინ გაიყვანა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
„ლიონი“ 48 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევიდა.
ლაშა თაბაგარი
