მამარდაშვილმა ვინისიუს ჟუნიორს 50 ევრო მოუგო

0
40

გიორგი მამარდაშვილის განცხადებით, მადრიდის „რეალის“ გარემარბ ვინისიუს ჟუნიორს 50 ევრო მოუგო,
„ვალენსიამ“ ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურში დიდი სენსაცია გამოცხო და სტუმრად მადრიდის „რეალი“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა – 2:1 თამაშის მე-13 წუთზე „ვალენსიას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ვინისიუს ჟუნიორმა შეასრულა და მამარდაშვილმა ბურთი ფეხით მოიგერია.მამარდაშვილმა ამ სეზონში მეორე თერთმეტმეტრიანი მოიგერია (პირველად ეს “სელტასთან” მოახერხა), ხოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ დაასახელეს. ის ტურის საუკეთესო მეკარე ორჯერ გახდა. მამარდაშვილი ესპანურ კარიერაში “რეალთან” მატჩში საუკეთესო მოთამაშედ მეორედ აღიარეს. მან პირველად ეს 2022-2023 წლების სეზონში მოახერხა, როდესაც ვალენსიელებმა მადრიდრული გრანდი შინ დაამარცხეს. ცნობისთვის, გასულ სეზონში ქართველმა მეკარემ სამი თერთმეტმეტრიანი აიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის თქმით ვინისიუსს 50 ევროზე დაენიძლავა, რომ ბრაზილიელი პენალტს ვერ გაუტანდა. მამარდაშვილმა ესპანურ მედიასთან იხუმრა, რომ „რეალის“ „ვარსკვლავს“ თანხა თამაშის შემდეგ უნდა გადაეხადა, რაც არ გააკეთა.
ლაშა თაბაგარი