ქოჩორაშვილის „;ლევანტეს“ პრინციპული გამარჯვება „რასინგთან“

0
47

„ლევანტე“, რომლის ღირსებას გიორგი ქოჩორაშვილი იცავს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 34-ე ტურში ძალიან პრინციპულ მატჩში სატურნირო ცხრილში უშუალო მეზობელი სანტანდერის „რასინგი“ დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, რომელიც მომავალ სეზონში ლისაბონის „სპორტინგში“ ითამაშებს, შეუცვლელად ითამაშა და როგორც ყოველთვის თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
მატჩის მე-16 წუთზე ანგარიში ვალენსიელთა ლეგენდემა ხოსე ლუის მორალესმა გახსნა, რომელმაც ნახევარ საათში დუბლი შეასრულა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე სტუმრებიდან ერთი ბურთი ხავი კასტრომ გაქვითა, მაგრამ ორ წუთში ალექს ფორესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1. „;ლევანტემ“ 62 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა და 2 ქულით ასწრებს მეორადგილოსან „ელჩეს“.რომელიც ხვალ „რასინგ ფეროლს“ უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი