„ემპოლიმ“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე გამოდის, იტალიის სერია A-ში ფრედ ზედიზედ მეორე შეხვდრა დაასრულა.
31-ე ტურში ტოსკანელებმა „კალიარი“ მიიღეს და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მის გუნდს ჩემპიონატში ზედიზედ 16 ტურია არ მოუგია – 5 ფრე და 11 წაგება. „ემპოლი“ 24 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე „ლანსს“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული გუნდის შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი დამარცხებულთა სასტარტოში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე დავითაშვილის გამომუშავებული პენალტი კარდონამ ვერ გამოიყენა, ხოლო მასპინძლებიდან გამარჯვების გოლი კოიალიპუმ 75-ე წუთზე გაიტანა. „შენტ-ეტიენი“ 23 ქულით 18 გუნდში ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი





