„თელავმა“ „კახური დერბი“ მოიგო

0
78

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტური „კახური დერბით“ დასრულდა – „თელავმა“ დებიუტანტ საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო „თელავიდან“ გამარჯვების გოლი 81-ე წუთზე ჯადული იობაშვილმა გაიტანა, როდესაც საჯარიმოში მყოფმა მარცხნიდან ნიკა ცეცხლაძის ჩაწოდებული ბურთი თავით კარში გადაგზავნა.
ვალერი გაგუას გაწვრთნილი „თელავი“ 10 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო თენგიზ კობიაშვილის ხელმძღვანელობით „გარეჯმა“ 4 ქულა დააგროვა და მეშვიდეა.
თელავი 1:0 გარეჯი 
ლაშა თაბაგარი