„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას თქმით, ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინის გუნდიდან გაშვება თავად გადაწყვიტა.
„დე ბრუნის გაშვება კლუბის გადაწყვეტილება იყო. ეს ჩვენი საერთო პოზიციაზე იყო – ჩემი, ჩიკი ბეგირისტაინის და ხელმძღვანელების. რეალობა ასეთია. კლუბმა განვითარება უნდა გააგრძელოს. მისი წვლილის გამეორება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ახალი თვისებები უნდა ვეძებოთ. ვნახოთ გუნდი სეზონს როგორ დაასრულებს. ის ერთადერთი იყო, რომელსაც კონტრაქტი უმთავრდებოდა – დანარჩენები რჩებიან.
„მანჩესტერ სიტიმ“ კევინს ყველაფერი მისცა, ისევე როგორც მან ჩვენ ყველაფერი მოგვცა. ეს წლები ისტორიას დარჩება და მათ ვერ წაშლი – როგორც სასიხარულო მომენტებს, ასევე სამწუხაროს“ – აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
33 წლის დე ბრუინი „სიტიში“ 2015 წლის ზაფხულიდან გამოდის. მან ყველა ტურნიში ჩატარებულ 413 მატჩში 106 გოლი გაიტანა და 174 საგოლე პასი გააკეთა.
მან მანჩესტერელთა მაისურით 6-ჯერ ინგლისის პრემიერლიგა, ორჯერ ინგლისის ასოციაციის თასი, ხუთჯერ ინგლისის ლიგის თასი, სამჯერ ინგლისის სუპერთასი, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ლაშა თაბაგარი
