ოქროპირიძის ავტოგოლი კაშიას „სლოვანთან“ მატჩში

0
13

ბრატისლავას „სლოვანმა“  ჩემპიონის ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. საჩემპიომო ჯგუფის მე-4 ტურში ბრატისლაველები სტუმრად მეორეადგილოსან „ჟილინას“ შეხვდნენ და 5:0 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლების რიგებში მოედანზე ორი ტაიმი 19 წლის ქართველმა მცველმა ალექსანდრე ნარიმანიძემ გაატარა, რომელმაც მე-13 წუთზე ბურთი საკუთარ კარში გაიტანა – 0:2.
მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 59 ქულით 6 გუნდში პირველია და უახლოეს მდევარს 10 ქულით ასწრებს.
„პანსერაიკოსი“, რომელიც საბერძნეთის სუპერლიგაში დასარჩენად იბრძვის, გასვლაზე „ლევადიაკოსთან“ 0:3 დამარცხდა. სტუმრებში ჩვენი ეროვნული გუნდის მეკარე ლუაკ გუგეშაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. „პანსერაიკოსი“ 29 ქულით 6 გუნდს შორის მესამეა.
ლაშა თაბაგარი