ვასილიოს გორდეზიანმა მიმდინარე სეზონში ბოსნიის ჩემპიონატში თავისი მეორე გოლი გაიტანა.
24-ე ტურში „სარაევო“ თავისი ლიდერისა და კაპიტნის გიორგი გულიაშვილის გარეშე, რომელიც ტრავმირებულია, სტუმრად „გაბელას“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი ვასილიოს გორდეზიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც საჯარიმოში მყოფმა მარჯვნიდან თანაგუნდელის პასის შემდეგ, ვარდნაში თავით გაიტანა. ის მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე შეცვალეს. გორდეზიანმა, რომელიც „სარაევოში“ თბილისის „დინამოდანაა“ განათხოვრებული, ბოსნიის ჩემპიონატში 4-ჯერ ითამაშა და 2 გოლი მიითვალა.
სტუმრებმა მეორე ბურთი 89-ე წუთზე შეაგდეს. „სარაევო“ 52 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
