გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილმა ქუთაისის „ტორპედომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მარცხიანი სერია შეწყვიტა. მე-4 ტურში ქუთაისელებმა წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლეს და მანამდე, ზედიზედ 4 თამაშის წაგების შემდეგ, ამჯერად ქულა გადაარჩინეს.
შეხვედრის მე-12 წუთზე სტუმართა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჟან კარლოსმა დაახლოებით 20 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ანგარიში გახსნა – 0:1.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში ბრაზილიელი ფელიპე პირესი ქუთაისელთა ნახევარზე მათე აბეულაძეს გაცდა და საჯარიმოში შესული კარიდან გამოსულ ნოდარ ყალიჩავასაც გაექცა, რომელმაც უხეში შეცდომა დაუშვა, რის შემდეგ ომარ პატარკაციშვილსაც გვერდი აუარა, ხოლო საბოლოოდ ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
იტალიელი როდოლფო ვანოლის თავკაცობით „სამგურალი“ 8 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო „ტორპედო“ 4 ქულით ბოლოსწინა მე-9 პოზიციაზეა.
ტორპედო 1:1 სამგურალი
ლაშა თაბაგარი
