კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონია – მეორე ტიტული ევროპის ტოპ 5 ლიგაში

0
24

ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ლიგა 1 მოიგო. ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც კარიერაში ტოპ 5 ლიგიდან ოქროს მედლები ორ ლიგაში მოიპოვა. მან 2022-2023 წლების სეზონში „ნაპოლის“ მაისურით იტალიის სერია A-ში გაიმარჯვა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მიიღო.
28-ე ტურში პსჟ-მ „ანჟერი“ მიიღო და 1:0 აჯობა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი საგოლე პასი მიითვალა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, პარიზელებმა ანგარიში 55-ე წუთზე გახსნეს, როდესაც კვარაცხელიას ზუსტი გადაცემა დეზირე დუემ გოლად აქცია. ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა.
კვარაცხელიამ ჩემპიონატში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 2 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. მან საფრანგეთის თასზე 2-ჯერ ითამაშა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონდა. ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაში გამართულ 4 შეხვედრაში საკუთარ ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
ლუისნ ენრიკეს გაწვრთნილმა გუნდმა 74 ქულა დააგროვა და დარჩენილ 6 ტურში მისი დაწევის შანსი არცერთ გუნდს აქვს, პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატი მეცამეტედ მოიგო რაც რეკორდია, ხოლო მეორე ადგილზე ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენია“ 10 ტიტულით.
ლაშა თაბაგარი