გიორგი კვერნაძემ იტალიის სერია B-ში საგოლე პასი მიჯრით მეორე მატჩში მიითვალა. 32-ე ტურში „ფროზინონემ“ „კოზენცა“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდმა სასტარტოში ითამაშა და მისი ზუსტი გადაცემის მერე, დარბოემ ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ის 88-ე წუთზე შეცვალეს. მან ამ სეზონში ჩატარებულ 27 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადახემა გააკეთა. „ფროზინონე“ 37 ქულით 20 გუნდში მე-12 ადგილზეა.
„უოტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის ინგლისის ჩემპიონშიფში ზედიზედ მესამე თამაში ვერ მოიგო. მე-40 ტურში უოტფორდელები სტუმრად „ბრისტოლს“ დაუპირისპირდნენ და 1:2 დამარცხდნენ.
მასპინძლები 24-ე წუთზე მაკრორიმ დააწინაურა, ხოლო ხით წუთში ველსმა მეორე გოლი გაიტანა. მე-80 წუთზე სტუმრებიდან თავი დუმბიამ გამოიჩინა. საქართველსო ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო, რაც მიმდინარე სეზონში იშვიათი შემთხვევაა. მან 39 მატჩიდან სასტარტოში 37-ჯერ ითამაშა და შეცვლაზე მხოლოდ 2-ჯერ შევიდა. გუნდის მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ქართველ ლეგიონერს თითი აწუხებს და სასტარტოშ ამიტომ არ დააყენეს.
ბოლო სამ შეხვედრაში ორი მარცხის და ერთი ფრის შემდეგ, „უოტფორდი“ 53 ქულით 24-გუნდიან ცხრილში მე-10 ადგილზეა,
ლაშა თაბაგარი
