კიტეიშვილის „შტურმმა“ ლიდერობა დაიბრუნა

0
30

გრაცის „შტურმმა“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიის ჩემპიონატში ლიდერობა დაიბრუნა.
საჩემპიონო ჯგუფის მეორე ტურში გრაცელებმა ვენის „რაპიდი“ მიიღეს და 2:0 აჯობეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის მე-18 წუთზე ანგარიში ბოვინგმა გახსნა, ხოლო 90-ე წუთზე საბოლოო წერტილი გრგიჩმა დასვა. „შტურმი“ 27 ქულით პირველ ადგილზეა და ქულით ასწრებს ვენის „აუსტრიას“, რომელიც დღეს სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგს“ მასპინძლობს.
ლაშა თაბაგარი