„კრაკოვიამ“, რომლის შემადგენლობაში ოთარ კაკაბაძე თამაშობს, პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურში სტუმრად მიელეცის „სტალს“ დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა კრაკოველებს შეუცვლელად უკაპიტნა. მასპინძლები მე-11 წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი 59-ე წუთზე გაიტანეს. „კრაკოვია“ 42 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ნიდერლანდების რანგით მე-2 ლიგაში არნემის „ვიტესმა“ „ალკმაარი II“-ს უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ორი ბურთის სხვაობით იგებდა, შეხვედრა საბოლოოდ ფრედ დასრულდა – 2:2.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა არნემელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა. „ვიტესი“, რომელსაც ფინანსური პრობლემების გამო სეზონის წინ 27 ქულა დააკლეს, 9 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





