გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დაასახელეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ჯილდო ზედიზედ მესამედ მიიღო. მან მიმდინარე სეზონში „პერსეპოლისის“ მაისურით ირანის ჩემპიონატში ჩატარებულ 21 მატჩში 2 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, გველესიანმა აზიის ჩემპიონთა ლიგაში 7-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.
33 წლის ცენტრალური მცველი „პერსეპოლისში“ მესამეა სეზონია გამოდის და ირანის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო, ხოლო თითოჯერ ირანის თასსა და სუპერთასს დაეუფლა. ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე “პერსეპოლისი” 47 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა – ლიდერ “ტრაქტორს” 7 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორეადგილოსან “სეპაჰანს” 2 ქულით.
ლაშა თაბაგარი
