ჰუმელსი კარიერას ასრულებს

0
37

მათს ჰუმელსი მიმდინარე სეზონის ბოლოს საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. „რომას“ გერმანელმა მცველმა ამის შესახებ თავის სოციალურ ქსელში დაწერა.
36 წლის ჰუმელსი „ბაიერნის“ აღზრდილია, სადაც ყველა ტურნირში 118 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. ის მიუნხენელთა შემადგენლობაში გერმანიის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა, ერთხელ თასი მოიგო, ხოლო 2-ჯერ – სუპერთასი.
მან კარიერის დიდი ნაწილი დორტმუნდის „ბორუსიაში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში 508-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 37-ჯერ აიღო. ჰუმელსმა „ბორუსიას“ მაისურით ბუნდესლიგაში 2-ჯერ გაიმარჯვა, ხოლო ამდენჯერვე თასი და სუპერთასი აღმართა. გარდა ამისა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა და დამარცხდა.
მან გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 78 შეხვედრა გამართა და 5 გოლი მიითვალა. ჰუმელსმა გერმანელებთან ერთად ბრაზილიაში 2014 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიგო.
ლაშა თაბაგარი