ბუდუ ზივზივაძე „ჰაიდენჰაიმს“ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ამის შესახებ „ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტურში შინ ლევერკუზენის „ბაიერთან“ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზივზივაძე 27-ე ტურში სტუმრად „ვოლფსბურგთან“ 1:0 მოგებულ მატჩში დაშავდა, რომელიც თავიდან ბოლომდე ითამაშა. მწვრთნელის თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ამჟამად რეაბილიტაციას ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ გადის.
ზივზივაძე „ჰაიდენჰაიმში“ გასულ ზამთარში „კარლსრუედან“ გადავიდა და ბუნდესლიგაში ჩატარებულ 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა, პლუს 3 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
