საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში მალტას უმასპინძლა. თბილისში, “მიხეილ მესხი 2-ზე” ჩატარებული უხვგოლიანი შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.
მალტელბმა პირველი ტაიმი სამბურთიანი უპირატესობით მოიგეს. შესვენების შემდეგ, 59-ე წუთზე თეონა ბაქრაძემ ერთი გოლი გაქვითა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი, ნათია დანელიამ დააფიქსირა 95-ე წუთზე ზუსტად შესრულებული პენალტით.
|რთა ლიგის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ქალთა ნაკრები 8 აპრილს, მალტის ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. შედხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. საქართველო 2:3 მალტა
