კევინ დე ბრუინი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „მანჩესტერ სიტიდან“ წავა.
„ძვირფასო მანჩესტერო, ამის ნახვის შემდეგ, თქვენ შესაძლოა მიხვდებით, ეს საით მიდის. ამიტომ, პირდაპირ საქმეზე გადავალ და ყველას გაცნობებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ მოთამაშის რანგში ბოლო თვეებს ვატარებ. ყველა ისტორია ოდესმე მთავრდება, მაგრამ ეს თავი ცალსახად საუკეთესოა. მოდით, ამ ბოლო გაელვებით ერთად დავტკბეთ!“ – დაწერა თავის სოციალურ ქსელში ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს უმთავრდება. |
33 წლის დე ბრუინი „სიტიში“ 2015 წლის ზაფხულიდან გამოდის. მან ყველა ტურნიში ჩატარებულ 413 მატჩში 106 გოლი გაიტანა და 174 საგოლე პასი გააკეთა.
მან მანჩესტერელთა მაისურით 6-ჯერ ინგლისის პრემიერლიგა, ორჯერ ინგლისის ასოციაციის თასი, ხუთჯერ ინგლისის ლიგის თასი, სამჯერ ინგლისის სუპერთასი, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ლაშა თაბაგარი
