„ფლუმინენსეს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

0
24

რიო დე ჟანეიროს „ფლუმინენსეს“ სათავეში რენატუ გაუშუ ჩაუდგა. 62-ე წლის სპეციალისტმა კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გააფორმა.
მანამდე, გაუშუ „ფლუმინენსეს“ 6-ჯერ ავარჯიშებდა : 2002 წლის სექტემბრიდან 2003 წლის ივლისამდე, 2003 წლის ოქტომბრიდან 2003 წლის დეკემბრამდე, 2007 წლის აპრილიდან 2008 წლის აპრილამდე, 2009 წლის ივლისიდან იმავე წლის სექტემბრამდე და ასევე 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის აპრილამდე.
გარდა ამისა, გაუშუ კარიერის მანძილზე „ვასკო და გამას“, „ფლამენგოს“, „ატლაეტიკო პარანაენსეს“, „ბოტაფოგოს“ და „გრემიოს“ ავარჯიშებდა.
მან „ფლუმინენსეს“ და „გრემიოს“ ბრაზილიის თასი მოაგებინა. ასევე, „გრემიოს“ კოპა ლიბერტადორესზე  და რეკოპა სუდამერიკანაზე გაამარჯვებინა.
ლაშა თაბაგარი