ბენზემა: „რეალში“ პატარა ბიჭი მივედი და კაცი წავედი“

0
20

საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადის“ თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემა განმარტა თუ რატომ დატოვა 2023 წელს მადრიდის „რეალი“.
„რეალიდან“ რატომ წავედი? იმიტომ, რომ კლუბთან ერთად ყველაფერს მივაღწიე. „რეალში“ პატარა ბიჭი მივედი, ხოლო კლუბიდან კაცი წავედი, რომელმაც უამრავი ჯილდო და „ოქროს ბურთი“ მოიგო. ჩემი ყველა ოცნება ახდა“ – იუწყება საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 36 წლის ექსფორვარდის ნათქვამს ესპანური მედია.
ბენზემა მადრიდულ გრანდში 2009 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 647 მატჩში 353 გოლი გაიტანა, პლუს 165 საგოლე გადაცემა გააკეთა.
35 წლის ბენზემამ „რეალის“ შემადგენლობაშ 25 ტიტული მოიგო, რაც კლუბის რეკორდია. მან 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგაში, 5-ჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში, 4-ჯერ ევროპის სუპერთასზე, 4-ჯერ ლა ლიგაში, 3-ჯერ ესპანეთის თასზე და 4-ჯერ ესპანეთის სუპერთასზე გაიმარჯვა. გარდა ამისა, ბენზემამ 2022 წერლს „ოქროს ბურთი“ მოიპოვა.
მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი